მთავარისაქართველოჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისს სტუმრობს

ჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისს სტუმრობს

თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის, ვიზიტი გრძელდება. მეზობელ ქვეყნებს შორის განხილვის მთავარი საკითხები ტრადიციულად ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება, ასევე სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებსაც ბაქო და თბილისი ათწლეულებია ერთად ახორციელებენ.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილთან პირისპირი, მოგვიანებით კი დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ დიპლომატებმა განცხადება გააკეთეს. ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას რეგიონული დატვირთა აქვს და ის უნდა გაღრმავდეს.

მხარეებმა დაადასტურეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრთა მოადგილეებმა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდიც გამართეს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი დღეს, 21 ივლისს, მთავრობის კანცელარიაში, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მართავს შეხვედრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend