მთავარისაქართველოგიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 ივლისს, გამართულ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. 25 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე კი, საბოლოო სიტყვას თავად ბრალდებული იტყვის.

გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ თვლის და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციელებმა დაკავებისას „ჩაუდეს”. ის ამბობს, რომ მისი ბიოლოგიური მასალა პაკეტზე თავად პოლიციელებმა დაიტანეს და მისი პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აიღეს ნერწყვი.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend