მთავარიევროპაუკრაინაანდრიი სიბიჰა: „პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“

ანდრიი სიბიჰა: „პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო 21 ივლისს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას შეხვდა.

მინისტრებმა მოინახულეს რუსეთის სარაკეტო იერიშებისგან დაზარალებული ტერიტორიები.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ანდრიი სიბიჰამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

„მიუღებელია, რომ რუსეთი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 10-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ერთად, თავის პირობებს გვიყენებს. ამრიგად, ვაფასებთ უკრაინის მიერ სანქციების დაწესების მცდელობაზე სწრაფ რეაგირებასა და მაქსიმალური ზეწოლის მიდგომის გათვალისწინებას. ახლა ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ, როდესაც ეს სანქციები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დაგვეხმარება, რაც გზას გაუხსნის შესაძლო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკების პროცესს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა.

 

ანდრიი სიბიჰას აზრით, ვლადიმერ პუტინს ახლა მხოლოდ დონალდ ტრამპის ეშინია და ამას ისიც ადასტურებს, რომ უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალი კიტ კელოგის კიევში ვიზიტის დროს რუსეთს თავდასხმის მცდელობა არ ჰქონია.

„გასულ კვირას, გენერალ კელოგთან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. სხვათა შორის, მან აღნიშნა, რომ კიევში ყოფნის დროს რუსების მხრიდან კიევზე თავდასხმები არ ყოფილა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ ვისი ეშინია სინამდვილეში პუტინს. პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია. მას ესმის, რომ მხოლოდ აშშ-ს შეუძლია მათ მშვიდობა აიძულოს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა.

პარალელურად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ რუსეთმა 21 ივლისს უკრაინაზე ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend