რუსმა სამხედროებმა ოდესას დრონებით ღამის საათებში შეუტიეს, რის შედეგად საცხოვრებელ შენობებსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ პიპერის განცხადებით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ავტომობილები. საცხოვრებელ შენობებში ფანჯრები ჩამსხვრეულია“, – განაცხადა ოლეგ პიპერმა.