საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.
მომდევნო სხდომაზე, რომელიც 28 ივლისსაა ჩანიშნული, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს გამოაცხადებს. დღეს, 21 ივლისს, გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინა. დასკვნითი სიტყვა თქვა თავად ბრალდებულმაც.
ანატოლი გიგაური სამართალდამცველებმა 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, იგი პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა. ბრალდებული ამბობს, რომ თავს იცავდა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.