მთავარისაქართველოესტონეთის სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს

ესტონეთის სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან პასუხისმგებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე.

სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები – ნინო გალუსტაშვილი, ვიქტორ მეტრეველი, ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე და ნინო სახელაშვილი. ყველა მათგანი პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა საქმეებში ფიგურირებს. სანქციები დაუწესდათ პროკურორებსაც, მათ შორის ნათია თათიაშვილს, ანი ხუბეჯაშვილსა და მარი მეშველიანს.

ესტონეთის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შეეხოთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებს, მათ შორის იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილსა და საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას, განცხადების თანახმად, „ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend