მთავარიმსოფლიოსამხედრო დახმარება უკრაინას

სამხედრო დახმარება უკრაინას

უკრაინისთვის რუსეთის სარაკეტო და ზოგადად საჰაერო იერიშები სერიოზული პრობლემაა. არაერთი სამხედრო კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებს ფრონტის ხაზზე  სტრატეგიული წარმატება აღარ აქვს.

მკვლევრების აზრით,  მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა რეალურად გაზარდა სამხედრო წარმოება, ასევე დამატებით შეიარაღებას პარტნიორი ქვეყნებისგან იღებს, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეისგან, ეს ფაქტორი ვერ მოქმედებს ფრონტის ხაზზე. შესაბამისად, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა არის კრემლისთვის ერთ-ერთი ბერკეტი, რამენაირად იმოქმედოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე. სწორედ ამ კონტექსტში აქვს დიდი მნიშვნელობა უკრაინის საჰაერო თავდაცვას. და რას წარმოადგენს „პეტრიოტის“ სისტემები. მისი რადარი საკმაოდ მძლავრია და შეუძლია 15 კილომეტრი მანძილის დაფარვა. ასევე 50 სამიზნის ერთდროულად კონტროლი. ამის შემდეგ რადარი მართვის პუნქტს გადასცემს მონაცემებს, რის შემდეგაც საქმეში ერთვება გამშვები მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია, რაკეტის მოდიფიკაციებიდან გამომდინარე, 80-160 კილომეტრ მანძილზე მფრინავი რაკეტა, გამანადგურებელი თუ დრონი ჩამოაგდოს.  იმისთვის, რომ უკრაინის ცა სრულად დაიფაროს, „პეტრიოტის“ არაერთი სისტემაა საჭირო.

სხვადასხვა დასავლური წყაროს მიხედვით, უკრაინას გასულ წლებში გადაეცა 8 სისტემა. აშშ-ის, გერმანიის, ნიდერლანდების, გერმანიისა და რუმინეთის. მათგან, 2025 წლის მაისის მონაცემებით, 6 ოპერირებს. ახლა მოკავშირეები და ამერიკელი გენერლებიც მიანიშნებენ, რომ უახლოეს დღეებში ახალი სისტემები ჩავა კიევში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ცა კიდევ უფრო დაცული იქნება რუსული ტერორისგან.

უკრაინას ამჟამად აქვს საკუთარი წარმოების შეიარაღება და ბრძოლაში არაერთხელ გამოცდილი დასავლური რაკეტები, მაგალითად, ბრიტანული  storms shadow, რომელსაც ფრანგულად „სკალპს“ უწოდებენ. მისი მოქმედების მანძილია 250 კილომეტრი. ეს რაკეტა  უკრაინელებმა არაერთხელ გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში არსებულ სამიზნეებზე.  ასევე „ატაკამსის“ ბალისტიკური რაკეტები. ეს რაკეტა ფარავს 300 კილომეტრსაც, თუმცა თავდაპირველად გადაეცათ ისეთი მოდიფიკაციის რაკეტები, რომლებსაც ნაკლები მანძილის დაფარვა აქვს.

„ტაურუსზე“ საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. მისი დაფარვის მანძილია 500 კილომეტრი და უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ტაურუსი გადაეცემა კიევს.

რაც შეეხება „ტომაჰავკს“, უცნობია, გადასცემს თუ არა ამ იარაღს აშშ უკრაინას, თუმცა ამ ფრთოსანი რაკეტების დაფარვის მანძილი 1500-დან 2500 კილომეტრია და საკმაოდ მძლავრი იარაღია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend