მთავარისაქართველოგაეროს ბავშვთა კომიტეტმა დააკმაყოფილა „საფარის” მიმართვა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბენეფიციარის უფლებების დაცვის შესახებ

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დააკმაყოფილა „საფარის” მიმართვა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბენეფიციარის უფლებების დაცვის შესახებ

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საფარმა“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის წევრებმა თქვეს, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა განიხილა და დააკმაყოფილა მათი მიმართვა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბენეფიციარის უფლებების დაცვის შესახებ.

ორგანიზაციაში „საფარი“ ამბობენ, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გამოთხოვის, გასაჯაროებისა და ნებისმიერი პირისთვის გადაცემისგან, ამ კონტექსტში ნახსენებია ანტიკორუფციული ბიუროც. სწორედ ამ უწყებამ, მიმდინარე წლის 17 ივნისს, სასამართლო განჩინების საფუძველზე სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციისგან გამოითხოვა მათი ბენეფიციარების პირადი ინფორმაცია.

ბრიფინგზე ორგანიზაციის წევრებმა თქვეს, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მათი განმარტებით, უფლებადამცველი ინსტიტუტის სწრაფი რეაგირება ნიშნავს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაცავად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend