სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება OC Media-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.
„სომხური ტვირთების ბლოკირება არღვევს ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას. საქართველოს უნდა ჰქონდეს ნამდვილი პარტნიორის და არა ზეწოლის იარაღის როლი.
მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის რეგიონის სანდოობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.