მთავარიმსოფლიოკავკასია„დიახ, სომხეთს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი!" - ნიკოლ ფაშინიანი

„დიახ, სომხეთს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი!” – ნიკოლ ფაშინიანი

„დიახ, სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს” – ასე უპასუხა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე კითხვას სომხეთის ბლოკში გაწევრების თაობაზე.

მან განმარტა, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს მას ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა სომხეთის მიერ წარდგენილი კანონი ევროკავშირთან დაახლოების შესახებ სომხეთის სურვილს, გამხდარიყო ევრობლოკის წევრი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ესმის ამ პროცესის სისრულეში მოსაყვანად რამდენად რთული გზის გავლა მოუწევს მის ქვეყანას. მისივე თქმით, სომხეთი მზად უნდა იყოს, ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და ამასთანავე, ყველა ევროკავშირის ქვეყანა უნდა დასთანხმდეს სომხეთის შემოერთებას.

ფაშინიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა სომხეთი ევროკავშირის წევრი, ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მათ დააახლოებს ევროპულ სტანდარტებთან.

ფაშინიანი ქვეყნის რეფორმების სტრატეგიას ამბიციურად მიიჩნევს და ამბობს, რომ სომხეთი აუცილებლად გააგრძელებს რეფორმებს, რათა სრულიად თანხვედრაში მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან.

სომხეთი, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო დისტანცირდება მისი ისტორიული მოკავშირე რუსეთისგან, არის მოსკოვის მეთაურობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. ყარაბაღის ომის შემდეგ ერევანმა გაყინა ურთიერთობები ამ ორგანიზაციასთან. დღეს კი, ამავე პრესკონფერენციაზე, როდესაც ფაშინიანს ჰკითხეს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის თაობაზე, მან თქვა, რომ მეტად რეალურია სომხეთმა ორგანიზაცია დატოვოს, ვიდრე ურთიერთობები სრულად აღადგინოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend