გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ-ის სენატის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჯონ ტუნიმ განაცხადა, რომ ის გადადებს სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიციირებული ორპარტიული კანონპროექტის განხილვას, რომელიც რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
კანონპროექტით გათვალისწინებული სანქციები ლინდსი გრემის აზრით, რუსეთისთვის „გამანადგურებელი“ იქნება. მანამდე მედიასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მზად იყო პირადად ემოქმედა, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისკენ ნაბიჯებს არ გადადგამდა და შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღებასაც არ შეუშლიდა ხელს.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტი თავად აპირებს ამ საკითხის მოგვარებას. თუ რომელიმე მომენტში ის ჩათვლის, რომ კანონპროექტის მიღება აზრიანია და რაიმე ღირებულებას შემატებს პროცესს, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯონ ტუნიმ ჟურნალისტებთან.