მთავარისაქართველოსადგურის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სადგურის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სადგურის მოედანთან საცხოვრებელი სახლის ნგრევის ადგილას საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე იყო მისული თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, კორპუსი ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

„თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მესამე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.

იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი თქვეს”, – განაცხადა შემთხვევის ადგილას მისულმა კახა კალაძემ.

მოქალაქეები ჰყვებიან, რომ კორპუსი წლებია, სავალალო მდგომარეობაშია და თავად არაერთხელ მიუმართავთ მერიისთვის, თუმცა მათივე თქმით, უწყებისგან მათ განცხადებებს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

„აქ ვარ 10 წელია, მინიმუმ ათჯერ მე პირადად მაქვს დარეკილი მერიაში. არავინ ყურადღება არ მიაქცია. არ სჯეროდათ… სანამ უბედურება არ დატრიალდება, ყურადღებას არავინ აქცევს“, – ჰყვება ევრონიუს ჯორჯიასთან მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend