მთავარიაზიაისრაელიისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი" გარკვეულ პირობებს დასთანხმდება

ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი” გარკვეულ პირობებს დასთანხმდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი” ისრაელის პირობებს დასთანხმდება.

ისრაელის პირობაა, „ჰამასმა” სრულად თქვას უარი სამხედრო შესაძლებლობებზე. ამასთან ისრაელი ითხოვს, რომ „ჰამასმა” დააბრუნოს მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეები.

„ჩვენი სურვილია, ყველა მძევალი დავაბრუნოთ. 60-დღიანი დროებითი ზავის სანაცვლოდ ვცდილობთ რამდენიმე  მძევლის გათავისუფლებას, ასევე დაღუპულთა გადმოსვენებას.

ზავის ამოქმედებისთანავე დაიწყება მოლაპარაკებები ომის სრულად შეწყვეტის შესახებ, რაც ნიშნავს მუდმივ ზავს. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია, დაკმაყოფილდეს ჩვენი მინიმალური პირობები: „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი, მას აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა.

ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა – არა. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს.  პირველ რიგში, თუ ზავს მოლაპარაკებების გზით მივაღწევთ, უკეთესი იქნება. თუ არადა,  სხვა გზას მივმართავთ – ჩვენი მამაცი არმია გამოიყენებს ძალას”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:07

„აფრიკული ლომი 2025“

spot_imgspot_img
Send this to a friend