მთავარიმსოფლიორატომ სურს ზოგიერთ ლიდერს ტრამპმა ნობელის პრემია მიიღოს

რატომ სურს ზოგიერთ ლიდერს ტრამპმა ნობელის პრემია მიიღოს

მსოფლიო ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სურდა. მას სურს, რომ ისტორიას მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტის სახელით დარჩეს.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მან რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმებას უკვე მიაღწია. 27 ივნისს, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში რუანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპის თანდასწრებით სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მეშვეობითაც უნდა დასრულდეს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ მას ნობელის პრემიას მაინც არ მიანიჭებენ ყველაფრის მიუხედავად, რაც მან მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით გააკეთა, როგორიცაა აბრაამის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ისრაელთან ურთიერთობები დაალაგეს, და ასევე ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეული შეთანხმება.

„ეს უდიდესი გარღვევაა. რამდენიმე მოკლე დროში ჩვენ მივაღწიეთ მშვიდობას ინდოეთსა და პაკისტანს, ისრაელსა და ირანს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანას შორის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ამ მიზანს ბევრი აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკამ ამერიკისა და მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოება ორად გახლიჩა, შესაბამისად, მან მშვიდობის პრემია ვერ უნდა მიიღოს. შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო პოლიტიკოსები ნობელის პრემიის მეშვეობით მასზე მანიპულირებენ, რომ მისი ნობელის პრემიაზე წარდგენა მსოფლიო ლიდერებისთვის ერთგვარი სტრატეგიაა ამერიკის პრეზიდენტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:07

„აფრიკული ლომი 2025“

spot_imgspot_img
Send this to a friend