მთავარისაქართველოთბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის შეჯამება

თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის შეჯამება

თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა ზღვის უბნის საქალაქო პარკში, სადაც, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით, 2017-2025 წლებში დედაქალაქის მთავრობის განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

კახა კალაძე ამბობს, რომ 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქის მერიამ გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა, რამაც, მისი თქმით, თბილისი უკეთესობისკენ შეცვალა.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ 2017 წელს, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული – რეკრეაციული სივრცეები სხვისდებოდა, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. ცხადია, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მშენებლობის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას…“ – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend