მთავარისაქართველო„სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის” - ქალების მხარდაჭერა აქციებისას დაკავებულებს

„სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის” – ქალების მხარდაჭერა აქციებისას დაკავებულებს

„არ დავთმობთ ჩვენს შვილებს, არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავთმობთ თავისუფლებას!“ – ამ გზავნილებით თბილისში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.

საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსი ქალები და ის მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას.

„ჩვენი გადარჩენა და გამარჯვება, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ჩვენს სოლიდარობაზე დგას – დგას იმ უტეხობაზე, რომელსაც ამდენი ხანია ვაჩვენებთ…“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ მეუნარგიამ.

მოქალაქეები რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend