მთავარიამერიკააშშაშშ-ის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტები

აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტები

როგორც ცნობილია, 2026 წლისთვის აშშ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. გამოკვეთილია სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულება, იქნება ეს საავიაციო შესაძლებლობების განვითარება თუ სტრატეგიული შეკავების საშუალებათა დახვეწა.

თუმცა ცალკეულმა საჯარისო დანაყოფებმა წარმოადგინეს ის პრიორიტეტებიც, რომლებიც ბიუჯეტში ვერ მოხვდა.

დასავლური სამხედრო კვლევითი ორგანიზაციები წერენ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი ძირითადი  საზრუნავი შედარებით მოძველებული საავიაციო პარკის მოდერნიზებაა. ამ დროისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 128 ერთეული F/A-18 ჰორნეტია და სწორედ მათ ჩანაცვლებაზეა საუბარი.

F/A-XX თანამედროვე, მეექვსე თაობის გამანადგურებლის პროექტია, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო პენტაგონში, თეთრ სახლსა და კონგრესში, რადგან სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ რამდენიმე ინოვაციურ პროექტზე ერთდროულად მუშაობა არაეფექტიანი იქნებოდა.

ცნობილი გახდა, რომ საზღვაო ძალების ინოვაციური პროგრამა, რომელიც უკავშირდებოდა F/A – XX თანამედროვე გამანადგურებლის შემუშავებას, შეჩერდა, პრიორიტეტი მიენიჭა  სხვა საავიაციო პროექტს.

რას ითხოვს აშშ-ის არმია? დასავლური სამხედრო ანალიტიკური გამოცემების მიხედვით, აშშ-ის არმიას დამატებით ესაჭიროებოდა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი. დაუფინანსებელ პრიორიტეტთა ნუსხაში ასახული ეს თანხა ნაწილდება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მცირე უპილოტო საფრენ აპარატებსა და სხვა შეიარაღებაზე.

აშშ-ის არმიაში თვლიან, რომ დამატებითი დაფინანსებაა საჭირო საარტილერიო ჭურვების მარაგის კიდევ უფრო გასაზრდელად.

აშშ-ის საჰაერო ძალების თქმით,  დაუფინანსებელი პროექტების ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.

მათ მიერ წარდგენილ ნუსხაშია  თავდაცვისა და დაზვერვის პროგრამები, აქტივობები და მისიები,  რომლებიც არ იყო შეტანილი პრეზიდენტის ყოველწლიური ბიუჯეტის მოთხოვნაში, მაგრამ აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეს არის კრიტიკული საჭიროებები, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტის  ლიდერებს სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად და პოტენციური რისკების მოსაგვარებლად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, თუმცა ისინი არ იყო დაფინანსებულთა სიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სია არ ითვალისწინებს ავტომატურ დაფინანსებას, ის კონგრესს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მას შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend