გასულ წელს დონალდ ტრამპი პუტინს დაემუქრა, რომ „მოსკოვს დაბომბავდა“- წერს CNN მისთვის მიწოდებულ აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით.
„პუტინს მე ვუთხარი: „თუ უკრაინაში შეხვალთ, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნებით, რომ არჩევანი არ მაქვს””, – თქვა ტრამპმა 2024 წლის ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე. „შემდეგ [პუტინი] ამბობს: „არ მჯერა შენი“, მაგრამ მან 10%-ით დამიჯერა“.
მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი გაფრთხილება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გადასცა ტაივანში შესაძლო შეჭრის შესახებ და უთხრა, რომ აშშ პეკინს დაბომბავდა საპასუხოდ.
„მას ეგონა, რომ გიჟი ვიყავი“, – თქვა ტრამპმა სი ძინპინზე და დასძინა: „ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა“.
სამშაბათს, 8 ივლისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვლავ იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინით და დაიჩივლა, რომ რუსეთის ლიდერი აშშ-ს „ბევრ სისულელეს“ ეუბნება.
„მე პუტინით კმაყოფილი არ ვარ“, – თქვა კაბინეტის სხდომაზე. „ძალიან უკმაყოფილო ვარ მათით“.