მთავარიამერიკააშშმზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება კიბოს რისკებს ამცირებს

მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება კიბოს რისკებს ამცირებს

წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით ცხელი ზაფხულია. მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ამერიკაში იგრძნობა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

„რეკომენდებულია, რომ შუადღის მზეს მოვერიდოთ. როგორც წესი, მზე განსაკუთრებით მწველი დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდეა. მე ამ პერიოდს კიდევ უფრო გავახანგრძლივებდი დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე. არ აქვს მნიშვნელობა, დროის რომელ სარტყელში იმყოფებით, რადგან სხივების მატება დილით იწყება და გვიან შუადღემდე გრძელდება“, – ამბობს კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორი კატიმაი მალოუნი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი კატიმაი მალოუნი მზისგან დამცავი საშუალებების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით,  დამცავი საშუალებები კანის დამწვრობის გარდა კიბოს რისკებსაც ამცირებს. კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანის ორგანიზმზე ჩვილობიდან იწყებს ზემოქმედებას. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, აკონტროლონ ყოველდღიური ულტრაიისფერი ინდექსი და თავი აარიდონ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას მაღალი რისკის პერიოდებში, ამით კი თავიდან აიცილებენ დაზიანებას.

„ეს ულტრაიისფერი გამოსხივებაა, რომელიც კანის კიბოს, მზის დამწვრობისა და აქერცვლის რისკებს ზრდის. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების დრო შევამციროთ. ამის თავიდან აცილება საზიანო რისკის შემცირებაში დაგვეხმარება. მზის ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, განსაკუთრებით მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივების დროს, 20-30-წუთიან პერიოდზე მეტხანს ზრდის ნაოჭების, კანის ფერის შეცვლისა და კანის კიბოს რისკს“, – ამბობს კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორი კატიმაი მალოუნი.

დამწვრობისა და ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, მიმართონ სხვა პრევენციულ საშუალებებს, მაგალითად, შეაფარონ თავი ჩრდილს, ატარონ შესაბამისი ტანსაცმელი და მზის სათვალეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend