მთავარისაქართველოთანამდებობა დატოვა გდდ-ს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა

თანამდებობა დატოვა გდდ-ს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა

თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის კიდევ ერთმა მოადგილემ მილერი ლაგაზაურმა. შსს-ს თანახმად, უწყებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მან „თავად მიიღო“.

მილერი ლაგაზაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და ბალტიის სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული, „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის“ გამო.

მიხეილ ყაველაშვილმა ის, შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ღირსების ორდენით დააჯილდოვა, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ .

10 ივნისს თანამდებობა დატოვა გდდ-ის უფროსმა, ასევე სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა. 6 ივლისს კი, შსს-ს მტკიცებით, „საკუთარი სურვილით“ უწყება დატოვა გდდ-ს უფროსის მოადგილემ მირზა კეზევაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend