მთავარისაქართველოელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს

ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს

სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

საქმე ეხება 24 ივნისს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, დაკავებისას ელენე ხოშტარიას პოლიციელების მისამართით წარმოთქმულ რეპლიკას. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მათ „მონები“ უწოდა. ამავე დღეს შსს-მ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო.

2025 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, დასჯადი გახადა საჯარო თანამდებობის პირების, ასევე სამართალდამცველების შეურაცხყოფა. სამართალდარღვევის შემთხვევაში სასჯელის სახით პირს ეკისრება 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეგულაცია სოციალურ ქსელებზეც გაავრცელა. ამ მიზეზით ბოლო თვეების განმავლობაში „ფეისბუკზე“ დაწერილი პოსტებისა და კომენტარებისთვის რამდენიმე ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააჯარიმეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend