მთავარიევროპაუკრაინა„რუსეთი ყველაფერში დებს ინვესტიციას, რაც ჩვენი ევროპული ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება“ - ვოლოდიმირ...

„რუსეთი ყველაფერში დებს ინვესტიციას, რაც ჩვენი ევროპული ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

დანიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა. ქალაქ ორჰუსში გამართულ ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტიც დაესწრო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საჭიროა, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპას თავდაცვის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისკენ მოუწოდა.

„ევროპაში ყველა ნათლად ხედავს ამას, რუსეთი ყველაფერში დებს ინვესტიციას, რაც ჩვენი ევროპული ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ არ უნდა მივცეთ მათ გამარჯვების უფლება. გვჭირდება უკრაინისთვის სტაბილური თავდაცვის მხარდაჭერა. უნდა განვავითაროთ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია, რათა რუსეთმა ვერცერთ სფეროში ვერ დაგვამარცხოს. ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკი მალე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს უკრაინის წინააღმდეგ ომის საპასუხოდ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე და მალე მივიღებთ სანქციების მე-18 პაკეტს. ჩვენ აუცილებლად დავაჩქარებთ თქვენს გაწევრებას ევროკავშირში, რადგან უკრაინის მომავალი ნამდვილად ევროკავშირის გულშია“, – უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend