მთავარიევროპაფინეთიფინეთში სავაჭრო ცენტრთან რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

ფინეთში სავაჭრო ცენტრთან რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

ფინეთის სიდიდით მესამე ქალაქ ტამპერეში ჰელსინკიდან 180 კილომეტრის მოშორებით თავდამსხმელმა რამდენიმე პირი დანით დაჭრა.

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია და იგი საფრთხეს აღარ წარმოადგენს. სამართალდამცველები თვითმხილველებს ესაუბრებიან.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ილეს” ცნობით, დაზარალებულებისა და თვითმხილველების დასახმარებლად ადგილზე იმყოფებოდნენ სოციალური და კრიზისული საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend