მთავარიამერიკააშშ„პუტინთან საუბრით კმაყოფილი არ ვარ” - დონალდ ტრამპი

„პუტინთან საუბრით კმაყოფილი არ ვარ” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლო შეჩერების საკითხზე მედიასთან ისაუბრა.

3 ივლისს ტრამპსა და პუტინს შორის გამართული ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მოლაპარაკების პროცესი სტამბოლში უნდა გაგრძელდეს, თუმცა მესამე თარიღი არ დაუკონკრეტებიათ.

ჟურნალისტის კითხვას, არიან თუ არა მხარეები ახლოს უკრაინის საკითხზე შეთანხმებასთან, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას არანაირი პროგრესი არ ჰქონია.

„საუბრით კმაყოფილი არ ვარ. არ ვარ კმაყოფილი“, – თქვა მედიასთან აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მხარეებს არანაირი პროგრესი არ ჰქონიათ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი სატელეფონო საუბარს 4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გეგმავს.

დონალდ ტრამპმა ასევე უარყო მისი ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის ფაქტიც. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ვაშინგტონი კიევს იარაღით ახლაც ეხმარება, თუმცა სურს დარწმუნდეს იმაშიც, რომ საკმარისი შეიარაღება თავადაც დარჩებათ, რადგან, მისი თქმით,  ბაიდენის ადმინისტრაციამ „ქვეყანა დააცარიელა”.

„ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. იარაღს ვაძლევთ, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი მივეცით. მიუხედავად ამისა, ვაძლევთ, ვმუშაობთ და ვცდილობთ უკრაინელებს დავეხმაროთ. როგორც იცით, იარაღის მიწოდებით ბაიდენმა მთელი ქვეყანა დააცარიელა და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვისაც საკმარისი გვაქვს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა აიოვაში გამგზავრებამდე, სადაც „დიდ და ლამაზ კანონპროექტს” საბოლოოდ უნდა მოაწეროს ხელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend