მთავარისაქართველორა პროფესიას ირჩევ? - ეროვნული გამოცდების პირველი დღე

რა პროფესიას ირჩევ? – ეროვნული გამოცდების პირველი დღე

აბიტურიენტები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადებიან – ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეიდან, 3 ივლისიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყო.

საგამოცდო ცენტრებთან ახალგაზრდებს მათი მშობლები და მეგობრები გულშემატკივრობდნენ. გამოცდის პირველი დღე უკვე დასრულდა, ხვალ კი, ეს პროცესი ამავე საგნის გამოცდით გაგრძელდება.

ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა: რა პროფესიას ირჩევ. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა ევრონიუს ჯორჯია და ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტებს ჰკითხა: თუ რა იქნება მათი სამომავლო პროფესია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend