საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიასთან წერილობით განმარტებას აკეთებს მინისრტის მოადგილის ირანის საელჩოში სტუმრობის შესახებ.
უწყების ცნობით, 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო უწყებას საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და სწორედ ამის შემდეგ გააკეთა იქ შესაბამისი ჩანაწერი, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
„2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში.
საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, მინისტრის მოადგილის მისვლა ირანის რესპუბლიკის საელჩოში და დაღუპული მოქალაქეების პატივსაცემად სამძიმრის წიგნში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია და არ უნდა აღიქმებოდეს როგორც რეგიონული კონფლიქტის ფარგლებში კონკრეტული ქვეყნის მხარდაჭერად.