მთავარისაქართველოსასამართლო საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენს 10 ივლისს გამოაცხადებს

სასამართლო საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენს 10 ივლისს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივლისს, 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე სხდომა ჩატარდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ დღეს არ მოისმენდა ბრალდებულის საბოლოო სიტყვას და განაჩენის გამოცხადების თარიღად 10 ივლისი დაასახელა.

სხდომას საბა ჯიქიას ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა, რადგან დარბაზის სიმცირის გამო ბევრი მათგანი ვერ შევიდა.

დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდებულის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

საბა ჯიქიას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ახლად შემუშავებული წესების მიხედვით, სასამართლოდან მაუწყებლობა იზღუდება. ფოტო და ვიდეოგადაღების ნებართვა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს, თუმცა ამ ორგანოს ახალი წესის მიღების შემდეგ ჯერჯერობით ამისი ნებართვა მედიისთვის არ მიუცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend