მთავარისაქართველოAmnesty International-ის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებას

Amnesty International-ის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებას

საერთაშორისო უფლებადამცველი კომპანია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე პირებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ნოემბრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტები მთელი საქართველოდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების გამო აწყდებიან ძალის გადამეტების, დაკავების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს.

Amnesty International წერს, რომ ორგანიზაციის მიერ 1-ელ ივლისს დაწყებული გლობალური კამპანია ყურადღებას გაამახვილებს კონკრეტული პირების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს. ამ კონტექსტში საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლი გახდა პროტესტის გამოხატვის გამო.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების დარბევის, ცემის, შევიწროებისა და სისხლის სამართლის დევნის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა. საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პასუხისგებაში ამ დრომდე არ არის მიცემული სამართალდამცავი უწყებების არც ერთი თანამშრომელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend