დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის 60 დღით შეწყვეტაზე დაითანხმა.
Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ ომის დასრულების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას აშშ კატარსა და ეგვიპტესთან ერთად შეიმუშავებს.
„იმედია, „ჰამასი” მიიღებს ამ შეთავაზებას, რადგან იგი არ გაუმჯობესდება, მხოლოდ გაუარესდება”, – წერს ტრამპი.
ჯერჯერობით ისრაელს არ დაუდასტურებია, რომ ტრამპის წინადადებას დასთანხმდა. პასუხი არ ყოფილა „ჰამასისგანაც”. განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტამდე გაკეთდა.