თურქეთში, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს, მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატათ მერის დაპატიმრების წინააღმდეგ, რომელიც უკვე 100 დღეა, რაც დაკავებულია.
იმამოღლუ ბევრისთვის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქეა და ის უკვე ოფიციალურად არის წარდგენილი რესპუბლიკური სახალხო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დანიშნული, ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ არსებული პოლიტიკური დინამიკისა და დაძაბულობის ფონზე კენჭისყრა შესაძლოა უფრო ადრე ჩატარდეს.
პარალელურად, ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამკაცრა ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე. ქალაქ იზმირში კორუფციის ბრალდებით ყოფილი მერი და ათობით მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს. ამ ნაბიჯს ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად აფასებს და თვლის, რომ მმართველი ძალა ცდილობს საზოგადოებრივ მხარდაჭერას სამართლებრივი მექანიზმებით დაუპირისპირდეს.