მთავარიევროპარუსეთიდრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკზე

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკზე

რუსეთში, უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკს შეუტიეს. უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს იჟევსკში მდებარე ერთ-ერთ საწარმოზე. ამის შესახებ ინფორმაცია უდმურტეთის რესპუბლიკის მეთაურის, ალექსანდრ ბრეჩალოვის, ტელეგრამარხზე დილით გამოქვეყნდა.

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურეს კიევშიც. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ იჟევსკში დრონებით დაარტყეს ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლს“. მათივე ინფორმაციით, ქარხნის შენობებს სულ მცირე ორი დრონი მოხვდა.

ალექსანდრ ბრეჩალოვის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსულ ტელეგრამარხებზე შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი ივლისის ღამეს რუსულმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 60 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend