მთავარიEuropean Unionევროკავშირი გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზაში

ევროკავშირი გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზაში

ევროპელი ლიდერები ღაზაში არსებულ ვითარებას სავალალოდ, სამარცხვინოდ და კატასტროფულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა და შიმშილის დონე მიუღებელია.

თუმცა, მიუხედავად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომიტეტის დადგენილებისა, რომ ისრაელი ადამიანის უფლებების პუნქტს არღვევს,  ისინი მაინც უარს ამბობენ,  სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირისა და ისრაელის ასოცირების შეთანხმება.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე მათ „ჰამასს“ მოუწოდეს, გაათავისუფლოს ყველა მძევალი და ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს.

„როგორც იცით, ისრაელი ჩვენი მეგობარია. თუმცა, აუცილებელია, რომ  გულწრფელებიც ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამ ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, ორივე მხარემ  პატივი უნდა სცეს გარკვეულ ღირებულებებს. არავის შეუძლია, უგულებელყოს ის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ და რასაც პრესაში ვკითხულობთ. ეს ისრაელის მიერ ღაზაში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევაა“, – აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

სამიტს ონლაინრეჟიმში ასევე შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა განეხილათ კიევის პროგრესი ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას, რადგან ეს უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ლიდერებმა ასევე განიხილეს შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებები სავაჭრო ომთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე წამოაყენა იდეა, რომ  ამერიკის ადმინისტრაციის პროტექციონისტული პოზიციის ფონზე ჩანაცვლდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ეს იქნება  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეორგანიზაციის დასაწყისი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ  რეფორმები სწორად წარიმართოს.  არ უნდა განმეორდეს შეცდომები, რომლებიც შეიძლება ამ ორგანიზაციაში დაშვებულიყო. პირიქით, უნდა აჩვენონ მსოფლიოს, რომ თავისუფალი ვაჭრობა დიდ მოცულობებზე შესაძლებელია, თუ წესებს დაიცავენ.  მისი აზრით,  ეს არის პროექტი, რომელშიც ნამდვილად უნდა ჩაერთონ, რადგან ტრანს-წყნარი ოკეანის შეთანხმების ქვეყნები და ევროკავშირი სწორედ მისი გუნდია.

აშშ-სთან სავაჭრო ომის საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა 9 ივლისს იწურება. ჯერჯერობით ისევ უთანხმოებაა იმის თაობაზე, უნდა მოითხოვოს თუ არა ევროკავშირმა სწრაფი შეთანხმება მოვლენების პროგნოზირების უზრუნველსაყოფად, თუ უნდა გააგრძელოს რთული მოლაპარაკებები უკეთესი შეთანხმების მისაღწევად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend