საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.
ამავე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს უთხრა: “გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.