კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, პროექტი „ჯარის ბანაკი” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ჩიქოვანსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა მიხეილ ყაველაშვილიც, რომელმაც ჯარის ბანაკის მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა.
„ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამას სთავაზობს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა. ჩვენი ჯარი არის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ჯარის ბანაკში” თავდაცვის სამინისტრო წელს მოსწავლეებს უკვე მესამედ მასპინძლობს და დაგეგმილია, რომ 2025 წელს ბანაკმა 1700-ს მოსწავლეს მიიღებს.