დაპატიმრება მოჰყვა სამშაბათს, 24 ივნისს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო გადატრიალების შეთქმულების შესახებ.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაგრატ გალსტანიანის მოძრაობა „წმინდა ბრძოლა”. მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
გალსტანიანი გასულ წელს ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს და მოითხოვდა მთავრობის გადადგომას.
დაპირისპირება მიმდინარეობდა სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე. მაღალი რანგის სასულიერო ლიდერები ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ღიად უჭერდნენ მხარს ოპოზიციურ ძალებს.
ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა კათოლიკოსი გარეგინ II უბიწოების აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას შვილი ჰყავს.