მთავარისაქართველოოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეხმაურება

ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეხმაურება

ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეხმაურება.

„პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, – დაწერა ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა პლატფორმა X-ზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას გამოეხმაურა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიც. ის აცხადებს, რომ „ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც დღითი დღე იშლება“.

„საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა, რომ მივიღოთ მეორე ბელარუსი კავკასიაში“, – ასე შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა კნუტ აბრაჰამმა.

„აღმაშფოთებელია, „ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში. ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა”, – წერს „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend