მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინას შეუტია ერთდროულად დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით

რუსეთმა უკრაინას შეუტია ერთდროულად დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში 352 დრონით, 11 ბალისტიკური და ხუთი ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე.

დედაქალაქ კიევში ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ორი მოქალაქე ემსხვერპლა ოდესის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილ იერიშს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, სვიტლანა ვოდოლაჰას თქმით, მიმდინარეობს გადაუდებელი სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის ნაპოვნია ცხრა ცხედარი, რომელთაგან ერთი ბავშვია.

უკრაინას თავს მაშინ დაესხნენ,  როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. ადგილობრივი მცხოვრები, ლუდმილა დუბინა ამბობს, რომ ჯერ საჰაერო თავდასხმის სიგნალი ჩაირთო. ოდესის რეგიონში კი, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შედეგად სკოლის შენობა განადგურდა, რასაც ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შენობაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა. ერთი კვირის წინაც რუსეთის თავდასხმას 28 ადამიანი შეეწირა. მათგან 23 საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის დროს დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend