მთავარიაზიასირიასირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიაში თავი აიფეთქა

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიაში თავი აიფეთქა

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბერძნულ მართლმადიდებელ ტაძარში, რომელიც კვირა დღეს სავსე იყო მლოცველებით, ცეცხლი გახსნა და ჟილეტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოქმედებაში მოიყვანა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.

როგორც სახელმწიფო მედია აცხადებს, თავდასხმა დამასაკოს გარეუბანში, მარ ელიასის ეკლესიაში, მოხდა.

მღვდელი მამა ფადი ღატასი ამბობს, რომ თავდამსხმელი მაშინ გამოჩნდა, როდესაც წირვას ატარებდნენ  და ხალხი მშვიდად ლოცულობდა. მას  ჟილეტი ეცვა  და მლოცველებს იარაღს უმიზნებდა. ახალგაზრდები მაშინვე  მიცვივდნენ,  რომ გაეყვანათ ეკლესიიდან, რომელიც მათთვის წმინდა ადგილია. სწორედ ამ დროს აიფეთქა თავი მან ეკლესიის კართან.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულ პირს, რომელმაც ცეცხლი გახსნა,  სახე დაფარული ჰქონდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგები  ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე” მიუთითებს.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს და  გმობს დანაშაულებრივ თავდასხმას, რომლის სამიზნეც  მარ ელიასის ეკლესია იყო. როგორც უწყებაში ამბობენ, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს  ISIS-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

წლების განმავლობაში  სირიაში მსგავსი თავდასხმა ეკლესიაზე არ ყოფილა. ეს იმ დროს ხდება, როცა დამასკო, სადაც ახალი ისლამისტური მმართველობაა,  უმცირესობების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend