მთავარიEuropean Union„ევროპა თავდასხმის ქვეშაა”- კაია კალასი

„ევროპა თავდასხმის ქვეშაა”- კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ოთხშაბათს, 18 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

კაია კალასმა თქვა, რომ რუსეთის მასშტაბური სამხედრო ხარჯები იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი პუტინი გეგმავს მომავალში შეიარაღებული ძალების გამოყენებას.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთად და წელს მოკოვმა „თავდაცვაზე უფრო მეტს დახარჯა, ვიდრე ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სოციალური პოლიტიკაზე ერთად“.

„თუ არ გეგმავ ძალის გამოყენებას, სამხედროებზე იმდენს არ დახარჯავ“, – განუცხადა კალასმა ევროკავშირის კანონმდებლებს სტრასბურგში.

„ევროპა თავდასხმის ქვეშაა. ჩვენი კონტინენტი კი ისეთ სამყაროში იმყოფება, სადაც ყოველი დღე უფრო სახიფათოა”, – დასძინა დიპლომატმა და თქვა, რომ ახლა კონტინენტის მთავარი მიზანი მისი მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა იყოს.

„ჩვენ შევქმენით საერთო ბაზარი, ძლიერი ევროპული ეკონომიკა და ურყევი ევროპული სული. რთული იყო ეს? რა თქმა უნდა, რთული იყო. ჩვენ გვყავს 27 დემოკრატია. და აქ არსებული ხმები მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, თუ რამდენად მრავალფეროვანი მოსაზრებები არსებობს ევროპაში. მაგრამ ის, რაც გვაერთიანებს, რამაც უნდა გვაერთიანოს, არის მიზანი, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ”– თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend