მთავარისაქართველოანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციებს

ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საფარი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“ – ეს ის პირველი 5 ორგანიზაციაა, რომლისგანაც ანტიკორუფციული ბიურო მთელ რიგ მონაცემებს ითხოვს.

რამდენიმე კანონის საფუძველზე, უწყებას სურს მოიპოვოს ინფორმაცია მათი დაცვის ქვეშ მყოფებისა და ოჯახის წევრების თაობაზე. ეს ინფორმაცია კი მოიცავს პირად ნომრებს, ფოტოსურათებს, ფინანსურ, საბანკო და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ორგანიზაციებს სიცრუეში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ უწყება კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს.

მისივე თქმით, სასამართლო განჩინებას საფუძვლად უდევს კანონები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა“ და „გრანტების შესახებ“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend