მთავარიკულტურა„იურული პერიოდის სამყარო: Rebirth”-ის პრემიერა 3 ივლისს გაიმართება

„იურული პერიოდის სამყარო: Rebirth”-ის პრემიერა 3 ივლისს გაიმართება

ფილმი „იურული პერიოდის სამყარო“ კინოეკრანებზე ბრუნდება. ამჯერად ახალი ნაწილით, რომელსაც „Rebirth” ჰქვია. 

სამშაბათს, 17 ივნისს, ლონდონში ფილმის პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას მთავარი როლის შემსრულებლები: სკარლეტ იოჰანსონი და ოსკაროსანი მაჰერშალა ალი ესწრებოდნენ.

ფილმი კინოგაქირავებაში, ოფიციალურად, 2 ივლისს გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში უამრავი მძაფრსიუჟეტიანი სცენაა, სკარლეტ იოჰანსონს მისი პერსონაჟის – ზორა ბენეტის განსახიერება არ გასჭირვებია. მსახიობის თქმით, გადაღებებზე მთავარი აქტივობა სირბილი იყო.

სხვა მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, სადაც აქამდე ვმონაწილეობდი, ბევრ საბრძოლო ქორეოგრაფიას ვსწავლობდი და დიდ დროს ვატარებდი რეპეტიციებში. ამ ფილმში კი ყველაზე დიდ დროს დინოზავრებისგან გაქცევას ვუთმობდით და ბევრი სირბილი გვიწევდა. ასე რომ, ეს ფიზიკურად ძალიან რთული იყო, თუმცა ქორეოგრაფიის გარეშე სხვანაირი. ამ ფილმისთვის, მომიწია რომ კლდეზე ცოცვა მესწავლა, რაც ძალიან სახალისო იყო.“-ამბობს მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი.

მაჰერშალა ალი, იოჰანსონის პერსონაჟის, მეგობრისა და ნდობით აღჭურვილი პირის როლს ასრულებს. ის უსაფრთხოების სპეციალისტთა გუნდის წევრია, რომლებიც დინოზავრებს ეძებენ.

„ეს შესანიშნავი იყო. ჩვენი რეჟისორი გარეთი საოცარი პიროვნებაა. მთელი სამსახიობო დასი და ტექნიკური ჯგუფი ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. რეჟისორის დამოკიდებულებამ, ენერგიამ, გამოცდილებამ, და პროფესიონალიზმმა ეს პერიოდი მართლაც განსაკუთრებული და სასიამოვნო გახადა.“-თქვა მსახიობმა მაჰერშალა ალიმ.

ფილმის გადაღებები უმეტესად ტაილანდში მიმდინარეობდა. რეჟისორ გარეთ ედვარდსის თქმით, მათი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ხშირად, ძლიერი წვიმა და სტიქია იყო. გადაღებებების პირველივე დღეს, წვიმის გამო, უამრავი დრო დაკარგეს, თუმცა რეჟისორი ამ ყველაფერში დადებით მხარეებსაც ხედავს და ასე ხსნის:

„ნამდვილად გიჟურ პირობებში გვიწევდა მუშაობა. საოცარი მსახიობები მყავდა. თან ამინდმა ნამდვილად შეუწყო ხელი ჩვენს გამოფიზლებას. ვერასდროს ვსხდებოდით წყანარად და ვერ ვისვენებდით, რადგან ყოველთვის მზად უნდა ვყოფილიყავით გადაღებისთვის იმ წამსვე, როცა მზე ამოვიდოდა ან წვიმა შეწყდებოდა“-ამბობს რეჟისორი გარეთ ედვარდსი.

სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟი, ზორა ბენეტი ხელმძღვანელობს მისიას, რომლის მიზანია 3 ყველაზე დიდი დინოზავრის გენეტიკური მასალის მოპოვება, რათა შექმნან სასიცოცხლო მნიშვნელობის წამალი. მკვლევართა ჯგუფი აღმოაჩენს მუტირებულ დინოზავრებს და საიდუმლოებებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დამალული იყო .

„იურული პერიოდის სამყარო: Rebirth“ არის იურული პარკის ფრენჩაიზის მეშვიდე ფილმი და მეოთხე ნაწილი „იურული პერიოდის სამყაროს“ სერიაში.

„იურული პერიოდის სამყარო: Rebirth“ -ის პრემიერა საქართველოში 3 ივლისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend