მთავარიკულტურა16-17 ივნისს თბილისში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართა

16-17 ივნისს თბილისში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართა

16-17 ივნისს, დიზაინის ინსტიტუტის ორგანიზებითა და Polish Graphic Design-ის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში „სოციალური დიზაინის დღეები“ გაიმართა.

ორდღიან კონფერენციაზე დიზაინის სფეროს ქართველმა და უცხოელმა წარმომადგენლებმა განიხილეს სოციალური დიზაინის მნიშვნელობა. მათი თქმით, ეს გულისხმობს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას.

კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარებისა და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ დიზაინის ინსტიტუტის გუნდმა წარმოადგინა მომავლის გეგმა- სოციალური დიზაინისადმი მიძღვნილი სისტემური პროგრამები, კვლევები, საგანმანათლებლო აქტივობები და ღია პლატფორმები, რომლებიც სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

სოციალური დიზაინის დღეები საქართველოში წელს პირველად გაიმართა, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ის რეგულარულ სახეს მიიღებს და გააღრმავებს დისკუსიას სოციალური ინოვაციების ირგვლივ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend