მთავარიევროპათურქეთიპარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება, სადაც ქვეყნის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ქართულ-თურქულ ურთიერთობებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისსა და ანკარას შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

„დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია… საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend