მთავარიაზიაისრაელინეთანიაჰუ აშშ-ს: „ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მტერს ვებრძვით, არამედ თქვენს მტერსაც"

ნეთანიაჰუ აშშ-ს: „ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მტერს ვებრძვით, არამედ თქვენს მტერსაც”

ახლო აღმოსავლეთში, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. გამთენიისას ისრაელის ქალაქ თელ-ავივში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა. სირენები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ძალებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას „სხვა არჩევანი არ დარჩა,” გარდა იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომები მიეღო. მან თეირანის დაჩქარებული ბირთვული პროგრამა სასწრაფოდ ასარიდებელ საფრთხედ მოიხსენია.

ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

ამავდროულად კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ასე ხსნის თავისი ქვეყნის თავდასხმას ირანზე: „ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მტერს ვებრძვით, არამედ თქვენს მტერსაც“, – ასე მიმართა აშშ-ს ნეთანიაჰუმ კვირას, ABC News-თან ინტერვიუში.

”ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მტერს ვებრძვით, არამედ თქვენს მტერსაც. ღვთის გულისათვის, სკანდირებენ ისინი, სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ჩვენ უბრალოდ გზაზე ვართ და ამან შეიძლება მალე ამერიკამდეც მიაღწიოს. ვგულისხმობ, ამ გიჟებს, რომლებიც ჩვენს განადგურებას ცდილობენ, რათა თქვენც გაგანადგურონ. ისინი ამბობენ, რომ მათ ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები უნდა ჰქონდეთ, რომ საბოლოოდ თქვენც მოგწვდნენ და თქვენ ამბობთ, რომ ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ ამ ომში ვიბრძვით. ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ“, -ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

„როდესაც ასეთ ისტორიული მასშტაბისა და პროპორციების გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ყველა ასპექტი და ფაქტი უნდა გავაანალიზოთ. სიმართლე ისაა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობდა. უბრალოდ, როგორც ფეხბურთში ვამბობთ, „90-ე წუთი“ იყო, რადგან ირანის ბირთვული პროგრამა არ ჩერდებოდა. არ მინდა კომენტარის გაკეთება ირანის უზენაეს ლიდერზე. ეს ყველაფერი ომის კაბინეტის დახურულ ოთახებში განიხილება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას, ირანელებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად მათ ესხმიან თავს. და კიდევ ერთხელ, მინდა ნათლად განვაცხადო, ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი, ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი“, -აცხადებს ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend