PACE-ის მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური დისიდენტობის წინააღმდეგ მომართული რეპრესიების გამო.
მათი თქმით, ეს რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას და ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა დაგმეს ჟურნალისტების და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში დაბარება სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი „შეურაცხყოფის გამო“. ისევე როგორც, არაპროპორციული სამართლებრივი ზომების მიღება ოპოზიციის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე
“ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და შემოაბრუნოს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო. მათი თქმით, ეს რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას და ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა დაგმეს ჟურნალისტების და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში დაარება სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი „შეურაცხყოფის გამო“. ისევე როგორც, არაპროპორციული სამართლებრივი ზომების მიღება ოპოზიციის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე, რომელიც „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებებს“ შეისწავლის და „რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მისი ამოცანა ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა“.
„მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს საკუთარი, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების დაცვისგან. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და შემოაბრუნოს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა. მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებაში დავეხმაროთ“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელიც ასამბლეის სრულ მონიტორინგს ექვემდებარება. პროცესი ქვეყანაში ორი მომხსენებლის რეგულარულ ვიზიტებს გულისხმობს, რომლებიც ხელისუფლებასთან მუდმივ დიალოგს აწარმოებენ და პერიოდულ პლენარულ დებატებს მართავენ, რათა უზრუნველყონ სახელმწიფოს პროგრესის და პრობლემების სრული შეფასება.