გამოფენა “თბილისური სახსოვარი – მონუმენტური რელიეფების ახალი სიცოცხლე” ფოკუსირებულია თბილისის XX საუკუნის მონუმენტურ რელიეფებზე და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციის შესაძლებლობებზე სუვენირების სახით.
პროექტი თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება, მისი მიზანია მცირე ზომის სუვენირების საშუალებით ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ახლებური გააზრება და მისი ხელოვნებაში გაცოცხლება.