მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე. ეს დაახლოებით ის ტერიტორიაა, სადაც 20214 წლის 19 ნოემბერს მათე დევიძე დააკავეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. აქციის მონაწილეთა ნაწილი იქ მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას.

„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – სასამართლო პროცესზე მათე დევიძის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები იქცა დღევანდელი საპროტესტო აქციის ერთგვარ გზავნილად.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ იმ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს და დღემდე საპატიმროებში რჩებიან. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების მიმდებარედ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend