პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას ნდობა გამოუცხადეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 443-მა დეპუტატმა, რომელთაგან 243-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 210-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრას წინ უძღოდა სიტყვით გამოსვლა. მას პარლამენტის 269 წევრი უსვამდა კითხვებს. ტუსკი ოპტიმისურად იყო განწყობილი კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ბევრი ამომრჩევლისთვის ეს სიტუაცია მისაღებია. მათ კვლავ სჯერათ, რომ მართალია, რთულია, მაგრამ არც ისე, როგორც ადრე იყო. მათ იმედი აქვთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს. თუმცა კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ მათი ნდობის მოსაპოვებლად“, – ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
მმართველი გუნდის პოლიტიკოსები კმაყოფილი იყვნენ კენჭისყრის შედეგით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ადრიან ვიჩაკს მიაჩნია, რომ ტუსკი საუკეთესო პრემიერ-მინისტრია, რომელიც აერთიანებს ამ კოალიციას და სწორ მიმართულებას აძლევს ყველას.

პოლონეთის თანასწორობის მინისტრი კატარჟინა კოტულა კი ამბობს, რომ ეს ერთგვარი გადატვირთვა, ახალი დასაწყისია. ეს არის მთავრობის რეკონსტრუქციის პერიოდი, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია. თუმცა ჯერ კიდე არის დრო. მეორე ვადა განსხვავებული იქნება, დასკვნების გამოტანის შემდეგ მმართველი გუნდი გააგრძელებს მუშაობასა და წინსვლას.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ტუსკის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კრიტიკა გამოთქვეს.
ოპოზიციონერი დეპუტატი დარიუშ მატეჩკი ამბობს, რომ დონალდ ტუსკი არც პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს და არც პარლამენტის წევრი. მისი ადგილი ციხეშია.
ოპოზიციონერ დეპუტატ ანჯეი ადამჩიკისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაუჭირო მხარი ადამიანს, რომელსაც არ ენდობი და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადო. მისი თქმით, ეს არ წაადგება პოლონეთს.
ნდობის მიღების შემდეგ დონალდ ტუსკმა მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. პროცესი ივლისში დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება სტრუქტურის შეცვლას, რომელიც, მისი აზრით, დისფუნქციურია და დასძინა, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი სახეები.