მთავარისაქართველომმართველი პარტია ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს მასობრივად უჩივის

მმართველი პარტია ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს მასობრივად უჩივის

ხვალ, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები არიან დაბარებულები – 20-მდე პირს სასამართლოში იმიტომ უჩივლეს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მათ მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებები არ მოსწონთ, ზოგიერთ პოსტს კი შეურაცხყოფად მიიჩნევენ.

როგორც თავად სასამართლოში დაბარებული პირები წერენ, „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პოსტების გამო, მათ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და უწყება მათ დაჯარიმებას ითხოვს.სწორედ ხვალ უნდა გაიმართოს სხდომები ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია უჩივლებს ყველას, ვინც მაღალი თანამდებობის პირებს „გალანძღავს“ ან „შეურაცხყოფს“. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში მასობრივად დაიბარეს მოქალაქეები პერსონალურ გვერდებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მუხლი, რომლითაც შსს მოქალაქეებს ედავება, ითვალისწინეს ჯარიმას 1500-დან 4000 ლარამდე ან 45 დღემდე პატიმრობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend