მთავარიმსოფლიოგრენლანდიასა და ისლანდიაში ყინული ჩვეულებრივზე ბევრად უფრო სწრაფად გადნა

გრენლანდიასა და ისლანდიაში ყინული ჩვეულებრივზე ბევრად უფრო სწრაფად გადნა

მეცნიერების უახლესი ანალიზის მიხედვით, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ისლანდიასა და გრენლანდიაში მაისის სითბური ტალღის დროს ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატება გამოიწვია.

მსოფლიო საზოგადოება იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც არქტიკის ყინულის დნობას მოჰყვება.  World Weather Attribution-ის ანალიზის თანახმად, გრენლანდიის ყინული სითბური ტალღის დროს ჩვეულებრივზე ბევრად უფრო სწრაფად გადნა.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კლიმატის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ფრიდერიკე ოტო ამბობს, რომ სიცხეზე დაკვირვების შედეგად, განსაკუთრებით ისლანდიასა და ასევე გრენლანდიის ნაწილებზე, აღმოაჩინეს, რომ ეს იყო რეკორდული მოვლენა. მისი თქმით, წელს ყველაზე  ცხელი მაისი იყო,  რაც კი აქამდე ყოფილა ისლანდიაში. ასევე ეს იყო ყველაზე ცხელი კვირა, რაც კი გამოვლენილა მაისის თვეში ისლანდიაში.

ისლანდიის გარკვეულ ნაწილებში ტემპერატურა საშუალოზე 10 გრადუსით უფრო მეტი იყო. თვის რეკორდული მაჩვენებელი 15 მაისს გამოვლინდა, როდესაც ეგილსტადირის აეროპორტის მახლობლად ტემპერატურამ 26.6 გრადუსი შეადგინა.

ელექტროენერგიისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო წიაღისეული საწვავის შედეგად გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, როგორიცაა ნახშირორჟანგი, რაც  პლანეტის არაბუნებრივად სწრაფ დათბობას იწვევს. არქტიკა კი დედამიწაზე ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება.

“დათბობის ხარისხის განსხვავება პოლუსებსა და ტროპიკებს შორის ნიშნავს, რომ, რაც უფრო შორს მიდიხართ ეკვატორიდან, მით უფრო იმატებს ტემპერატურა კლიმატის ცვლილების გამო. სწორედ ამიტომ არქტიკული წრის გარშემო ტემპერატურა გაიზარდა არა 1.3 გრადუსით, როგორც ეს გლობალურ საშუალო მაჩვენებელზეა, არამედ დაახლოებით 3 ან 4 გრადუსით. ამ კვლევით აშკარაა, რომ გრენლანდიის ყინულის საფარის დნობას გლობალურად ოკეანეთა ცირკულირებაზე აქვს ზემოქმედება, ეს კი უკვე ექსტრემალური მოვლენაა, რომელიც მთელ მსოფლიოზე აისახება. თუმცა ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების უმეტესობას ამ სიცხის ტალღის შესახებ არაფერი სმენია“, – ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კლიმატის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი ფრიდერიკე ოტო

გრენლანდიაში ყინულის საფარის უმეტესი ნაწილი ძირითადად  ივნისში, ივლისსა და აგვისტოში დნება.  მაისის სითბური ტალღა კი იმის მანიშნებელია, რომ წელს დნობის სეზონი უფრო ხანგრძლივი იქნება.

ყინულის საფარისა და მყინვარების დნობა ასევე ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას, რამაც შესაძლოა, მთელ მსოფლიოში სანაპირო ზოლებისა და  წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების დატბორვა გამოიწვიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend